ოსიმენი თანაგუნდელებს არ მიესალმა | ნაპოლიში სერიოზული პრობლემებია
Aa Aa
27 სექტემბერი 2023  |  16:30

ოსიმენი თანაგუნდელებს არ მიესალმა | ნაპოლიში სერიოზული პრობლემებია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ვითარება ეტაპობრივად უფრო და უფრო იძაბება. ბოლო საათების მთავარი სასაუბრო თემა ვიქტორ ოსიმენსა და კლუბს შორის წარმოქმნილი კონფლიქტია და მდგომარეობის სიმწვავეს რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ვიდეოც ასახავს.

კონფლიქტის მიუხედავად, რუდი გარსიამ ნიგერიელი თავდამსხმელი „უდინეზესთან“ დღეს გასამართი დაპირისპირების სამატჩი განაცხადში შეიყვანა. ოსიმენი გუნდთან ერთად არ იმყოფებოდა და თანაგუნდელებს პოცუოლოში მდებარე სასტუმროში შეუერთდა, მისი მისვლის კადრები კი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

სასტუმროს შენობაში შესვლამდე, ოსიმენი თანაგუნდელებს არ მიესალმა. კიბეზე ელიფ ელმასი, პიოტრ ზელინსკი და დიეგო დემე ისხდნენ, მაგრამ ვიქტორმა ისინი არ შეიმჩნია. დემემ თანაგუნდელს ხელი გაუწოდა, მაგრამ ნიგერიელმა მას ყურადღება არ მიაქცია. ერთადერთი, ვისაც ოსიმენი მიესალმა, გუნდის მენეჯერი, ჯუზეპე სანტორო გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და ოსიმენს შორის კონფლიქტი „პარტენოპეის“ „ტიკტოკის“ ოფიციალურ გვერდზე, ოსიმენის დამცინავი ვიდეოს გამო წარმოიქმნა. ვიდეოს განთავსებამ ვიქტორი განარისხა და საკუთარი ბრაზი გუშინ საღამოს გამართული გუნდური სადილისას გამოხატა. მან ვიდეოს წაშლა და კლუბისგან საჯარო ბოდიში მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლოს მარადონად სხვა ფეხბურთელი აღიარეს“ | ნიგერიელი ჟურნალისტი ოსიმენზე
„ბოლოს მარადონად სხვა ფეხბურთელი აღიარეს“ | ნიგერიელი ჟურნალისტი ოსიმენზე