ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ილიასთან იჩხუბებს? | ვოლკანოვსკი მზადაა იანვარში დაბრუნდეს

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მომდევნო ბრძოლის სავარაუდო თარიღი დაასახელა. „ვოლკმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ იანვარში დაბრუნება კარგ ვარიანტად მიაჩნია.

„ვოლკის“ მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით, ილია თოფურია იქნება. მოქმედმა ჩემპიონმა საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ელ მატადორთან“ დაპირისპირება, შემდეგ კი ისლამ მახაჩევთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა სურს. ვოლკანოვსკის პოსტიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ არის შანსი, ილიასა და „ვოლკის“ ჯახი 2024 წლის იანვრისთვის ჩაინიშნოს.

„ელ მატადორი“ ვოლკანოვსკის აქტიურად იწვევს და ჩემპიონის განცხადებას ასე უპასუხა: „ველოდები დღეს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდები! სადაც გინდა და როცა გინდა. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ამ მომენტისთვის ვმუშაობდი!“

თოფურიას მწვრთნელის, ხორხე კლიმენტის მიხედვით, მათი იდეა ვოლკანოვსკისთან ჩხუბია და UFC-ისგან დასტურს ელოდებიან. კლიმენტის თქმით, ალექსთან ბევრად უკეთეს ილიას ვიხილავთ და მისი სახით, ახალი ჩემპიონიც გვეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონი გუნდის ევთანაზია | Gazzetta-მ რუდი გარსია გააკრიტიკა
ჩემპიონი გუნდის ევთანაზია | Gazzetta-მ რუდი გარსია გააკრიტიკა