გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, ბაქოს გრანდ სლემი
Aa
Aa

ემოციები ვერ მოთოკა - პროტესტის გამო თუშიშვილი ფინალიდან მოხსნეს

ძიუდოში, ბაქოს გრანდ სლემზე +100 კგ. წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ფინალში რუს ტასოევთან დამარცხდა. მსაჯებმა ტასოევის სასარგებლოდ ვაზარი დააფიქსირეს, რასაც თუშიშვილის პროტესტი მოჰყვა. ამის შემდეგ მსაჯმა თუშიშვილი ფინალიდან მოხსნა და გამარჯვება ტასოევს დარჩა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, გურამ თუშიშვილმა ტაჯიკ მანსურ რაჰმონს, რუს ტამერლან ბაშაევსა და ყაზახ ეირასილ კაჟაბაიევს სძლია.

ასევე გეტყვით, რომ გელა ზაალიშვილმა ბაქოს გრანდ სლემი მე-5 ადგილზე დაასრულა, ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ტამერლან ბაშაევთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები