ილია სულამანიძე
Aa
Aa

ვაზარი 15 წამით ადრე - სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე დასკვნითი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ილია სულამანიძემ -100 კგ. კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.

სულამანიძემ ნახევარფინალში ფრანგი აურელინ დისე დაამარცხა და ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი კანიკოვსკი დაამარცხა.

ბრძოლას თავიდან ბოლომდე სულამანიძე აკონტროლებდა, მეტოქეს ორი გაფრთხილებაც მიაღებინა და ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წამით ადრე ლამაზი გდებით ვაზარი აიღო, რასაც წამებში ოქროს მედლის გაფორმება მოჰყვა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სულამანიძე მსოფლიო რეიტინგში -100 კგ. კატეგორიაში პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა და ახლა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

      დღეს ასევე 100+ კგ-ში გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს, ხოლო გურამ თუშიშვილი ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      „თუ, გავერთიანდებით სატანა ქრისტეს ძალას ვერაფერს დააკლებს“ - მიტჩელი ბრძოლის შემდეგ
      „თუ, გავერთიანდებით სატანა ქრისტეს ძალას ვერაფერს დააკლებს“ - მიტჩელი ბრძოლის შემდეგ