ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

„ანგისა და კვარა შესაძლოა თადარიგში დარჩნენ“ - გარსია ცვლილებებს გეგმავს

ნეაპოლური გამოცემა ilmionapoli კვირას „ბოლონია“ „ნაპოლის“ მატჩის შესახებ წერს. „ანგისა და კვარა შესაძლოა თადარიგში დარჩნენ“ - ვკითხულობთ სათაურში. იტალიური ვებ გვერდის ცნობით, რუდი გარსია ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს და ის შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხოს.

„რუდი გარსიას მოუწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორი შემადგენლობა დააყენოს ბოლონიასთან შეხვედრაში. უპირველეს ყოვლისა ყურადღება დაცვის ხაზს ექცევა, რადგან გუნდს რაჰმანი გამოაკლდა. ნათანის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა და შესაძლოა ბოლონიასთან მისი და ოსტიგორის დუეტი ვიხილოთ.

მარიო რუი დაცვის მარცხენა ფრთას დაუბრუნდება. ნახევარდაცვაში შესაძლოა ელმასმა ანგისას ან ჟელინსკის ადგილი დაიკავოს.

რაც შეეხება შეტევას, ოსიმენის გარდა გარსიას ეჭვი ყველას მიმართ აქვს. კვარაცხელიას აქამდე სასტარტოდან იყენებდა, ახლა მოსალოდნელია ქართველის რასპადორით ჩანაცვლება, რომელიც სასტარტოში ადგილს დაიბრუნებს. თავის მხრივ ლინდსტრომის პოლიტანოს ნაცვლად გამოჩენაც მოსალოდნელია“.

- წერს ნეაპოლური ვებ გვერდი.

შეგახსენებთ, რომ გარსიამ „ბრაგასთან“ მატჩის შემდეგ, კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა:

„კვარა ცოტათი კვლავ ამოვარდნილია მატჩის რიტმიდან და მეტი სათამაშო დრო სჭირდება, რათა თავისი ბრწყინვალე თამაშის ჩვენება შეძლოს“.

- ამ სიტყვების შემდეგ, ხვიჩას თადარიგში გადასმა პრესის ვარაუდებს გაამართლებს და გარსია-კვარას შორის დაძაბული ურთიერთობა აშკარა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იტალიაში არავის მოვერიდები... პირველი კვარამ დამირეკა“ - საზონოვის ინტერვიუ
„იტალიაში არავის მოვერიდები... პირველი კვარამ დამირეკა“ - საზონოვის ინტერვიუ