ფელიქსი: ატლეტიკოსა და სიმეონეს იდეებს ვერ მოვერგე
Aa
Aa

ფელიქსი: ატლეტიკოსა და სიმეონეს იდეებს ვერ მოვერგე

ჟოაო ფელიქსმა „ბარსელონაში“ გატარებული პირველი კვირების შესახებ ემოციურად ისაუბრა და მადრიდის „ატლეტიკოში“ გატარებული წლებიც გაიხსენა.

- ელოდით, რომ ასე დაიწყებდით?

„არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე კარგად დაიწყებოდა. მე მჯეროდა, რომ ეს იყო იდეალური ადგილი ჩემთვის და ახლაც ასე ვფიქრობ. მაგრამ ყველაფერი მართლაც ძალიან კარგად მიდის და არ ველოდი, რომ ასე იქნებოდა. დაე ასე გაგრძელდეს“.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ძალიან სერიოზულ ფინანსურ დათმობებზე წახვედით ბარსაში გადასვლის სანაცვლოდ. მართალია?

„დიახ, ნამდვილად დავთმე ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ კლუბის შეცვლა მჭირდებოდა. ისეთ ადგილას უნდა ვყოფილიყავი, სადაც ჩემი ფეხბურთის თამაში შემეძლებოდა. როგორც ვთქვი, ყოველთვის მეგონა, რომ ბარსა იდეალური ადგილი იყო. ყველაფერი კარგად მიდის და მომიწია იმ ძალისხმევის გაღება, რათა თამაში ისევ დამეწყო“.

- ხალხი ხშირად იკითხავს: როგორ მოხდა, რომ თქვენი ოსტატობის დონით და ბენფიკაში რაც აჩვენეთ იმის გათვალისწინებით, ატლეტიკოში სიმეონესთან წარმატებას ვერ მიაღწიეთ?

„ეს ყველასთვის გასაგებია. ეს არის ფეხბურთი. თუ რამე არასწორად მოხდება, გუნდი უნდა შეიცვალოთ. ვცადე ჩელსიში, ახლა წავედი ბარსაში, რადგან ატლეტიკოში კარგად ვერ ვითამაშე.

კლუბისა და მწვრთნელის იდეებს ვერ მოვერგე. მაგრამ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი. იქაც ძალიან კარგი პერიოდები მქონდა“,

- განაცხადა ფელიქსმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იტალიაში არავის მოვერიდები... პირველი კვარამ დამირეკა“ - საზონოვის ინტერვიუ
„იტალიაში არავის მოვერიდები... პირველი კვარამ დამირეკა“ - საზონოვის ინტერვიუ