ისკოს დანით თავს დაესხნენ
Aa
Aa

ისკოს დანით თავს დაესხნენ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში, ესპანეთი ისრაელს ესტუმრა და 1-0 დამარცხა.

სატურნირო თვალსაზრისით არაფრისმომცემი შეხვედრა, ერთმა ფაქტმა ყურადღების ცენტრში მოაქცია.

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ისკოს, მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივარი დანით თავს დაესხა. იგი დაცვამ დროულად დაიჭირა და სიტუაცია განმუხტა.

Marca-ს ინფორმაციით, მოედანზე რამდენიმე ქომაგი შეიჭრა და ერთ-ერთ მათგანს თან ცივი იარაღიც ჰქონდა.

ისრაელის ფეხბურთის ფედერაცია ზემოხსენებულ ინფორმაციას უარყოფს. მათი თქმით, სტადიონზე მყოფი ყოველი ადამიანი მოწმდება და გამორიცხულია, რომ რომელიმე მათგანს დანა ჰქონოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები