7-გოლიანი სანახაობა მიუნხენში | ბაიერნმა მანჩესტერი დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველაზე დიდი აფიშა „ალიანს არენაზე“ გველოდა - „ბაიერნი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. შეხვედრა, რომელმაც მოლოდინი გაამართლა და „რეკორდმაისტერმა“ 4:3 მოიგო.
უხვგოლიან შეხვედრაში „ბაიერნი“ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა სანესა და გნაბრის გოლებით მოიგეს.
შესვენების შემდეგ, „იუნაიტდმა“ თამაშში დაბრუნება შეძლო. 49-ე წუთზე ჰოილუნდმა „მანკუნიანელთა“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.
მალევე „ბაიერნმა“ ჰარი კეინის პენალტით ორბურთიანი ფორა დაიბრუნა.
მატჩის ბოლო 7 წუთში 3 გოლი ვიხილეთ. ჯერ კაზემირომ 88-ე წუთზე 2:3 გახადა, რასაც 92-ეზე მატიას ტელმა უპასუხა, 95-ე წუთზე კვლავ კაზემირომ გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის მეორე შეხვედრაში „გალათასარაიმ“ შინ „კოპენჰაგენს“ ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.