ლუის ენრიკე
Aa
Aa

გამარჯვება დავიმსახურეთ, მეტოქეს ვაჯობეთ - ლუის ენრიკე დორტმუნდთან მატჩის შესახებ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პსჟ-მ შინ „დორტმუნდი“ 2:0 დაამარცხა. გოლები მბაპესა და ჰაკიმის ანგარიშზეა. მატჩის შემდეგ პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გამარჯვებით ბედნიერი იყო, თავისი ფეხბურთელები შეაქო და კოლო მოანის თამაში გამოარჩია:

„რაც ყველაზე მეტად მომეწონა, მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, ჩავარდნა არ გვქონია. ვფიქრობ, მეტოქეს ნამდვილად ვაჯობეთ, უკეთესები ვიყავით.  მთელმა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გამარჯვება დავიმსახურეთ, თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ უფრო მეტის გატანა შეგვეძლო.

საოცარი ქომაგები გვყავს, ვიგებთ თუ ვმარცხდებით, ისინი ყოველთვის მღერიან.

ძალიან ბედნიერი ვარ კოლო მუანის თამაშით, მან შესანიშნავად ითამაშა. ასევე უნდა ვთქვა, რომ სათადარიგოთა სკამზეც ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავს, რაც დღევანდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა’’.

ამავე ჯგუფის მეორე ტურში „მილანისა“ და „ნიუკასლის“ შეხვედრა 0:0 დასრულდა. მეორე ტურში პსჟ „ნიუკასლს“ ესტუმრება, „დორტმუნდი“ „მილანს“ მიიღებს, ორივე შეხვედრა 4 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები