დორტმუნდი, პსჟ, ედინ ტერზიჩი
Aa
Aa

“ამან შედეგზე გავლენა იქონია“ - ტერზიჩი პსჟ-სთან მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „დორტმუნდის ბორუსიას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ტერზიჩმა?

„ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ პირველ ტაიმში საკმარისად გაბედულები არ ვიყავით. გვინდოდა, რომ უფრო გაბედულები ვყოფილიყავით. მეტი შეტევა, მეტი ინტენსივობა, მეტი მომენტები.. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ.

შესვენების დროს გავაანალიზეთ რისი გაკეთება შეგვეძლო. კონკრეტული გეგმა დავსახეთ. ბურთი უფრო ზევით, რამდენიმე მეტრით უნდა აგვეწია და მცველების ზურგს უკან გადაგვეგდო, მაგრამ არც ეს გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.“

ცნობისთვის, პარიზელთა მხრიდან პირველი გოლი კილიან მბაპემ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, ხოლო მეორე გოლი აშრაფ ჰაკიმის ანგარიშზეა.

შემდეგ ტურში „დორტმუნდი“ „მილანს“ უმასპინძლებს, ხოლო „პარი სენ ჟერმენი“ „ნიუკასლს“ ესტუმრება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები