რომან დოლიძე
Aa
Aa

რომან დოლიძე: „ბრანსონმა დრო დამაკარგვინა... რატომ მოიქცა ასე?!“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ დერეკ ბრანსონთან ჩხუბის ჩაშლის შემდეგ საკუთარ Youtube-არხზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს რობერტ უიტეკერთან და ჯარედ კანონიერთან მართავს, თუმცა, როდის შედგება, ან შედგება თუ არა საერთოდ ამ მებრძოლებთან ჩხუბი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

რას ამბობს დოლიძე:

ბრანსონი ბრძოლას ჩაეხსნა, ახლა კი უიტეკერთან და ჯარედ კანონიერთად მიდის მოლაპარაკებები. ბრანსონის საქციელი ძალიან გამიკვირდა. რატომ მოაწერა კონტრაქტს ხელი, თუ 1 თვის შემდეგ უარს იტყოდა. დრო დამაკარგინა. UFC გუშინ მელაპარაკა და კარგი შემოთავაზებები აქვთ, თუმცა, უიტეკერმა უარი თქვა 2023 წელს ბრძოლაზე. ჯარედის პასუხს ველოდებით.

ცნობისთვის, დოლიძესთან ჩხუბზე უარის თქმის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დერეკ ბრანსონი UFC-ის დატოვებას აპირებდა, თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციამ ამერიკელი მებრძოლი UFC-დან ვადაზე ადრე გარიცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სადაც გინდა და როცა გინდა!“ - თოფურიამ ვოლკანოვსკის უპასუხა
„სადაც გინდა და როცა გინდა!“ - თოფურიამ ვოლკანოვსკის უპასუხა