სევილია, სერხიო რამოსი
Aa
Aa

“ეს რაღაც უნიკალური იყო“ - რამოსმა ემოციები ვერ დამალა

ლა ლიგის გასულ ტურში „სევილიამ“ „ლას პალმასს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ შესაძლოა სერხიო რამოსს ეთამაშა.

ასეც მოხდა. მენდილიბარმა ლეგენდარული ესპანელი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 90 წუთი ათამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, „რეალის“ ყოფილმა კაპიტანმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა რამოსმა?

„ბოლო დღეების განმავლობაში ბევრ ემოციას განვიცდიდი, ხოლო სტადიონზე გასვლისას უდიდესი ემოციები მივიღე. ძალიან ამაღელვებელია ჩემს ხალხთან, „სევილიას“ გულშემატკივრებთან ისევ გაერთიანება. ამის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია. ეს რაღაც უნიკალური იყო. გავიმარჯვეთ და ასეთ დასაწყისს ვერც ვინატრებდი.“

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ, სერხიომ „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა. ვეტერან უკანახაზელს „გალათასარაი“ და საუდის არაბეთის გუნდები ეპატიჟებოდნენ, მაგრამ კოლოსალურ ხელფასზე და აზიურ კარიერაზე რამოსმა უარი თქვა.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, „სევილიაში“ დაბრუნდა და მისი ანაზღაურება 1 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიგუა ტრავმირებულია - სავარაუდოდ, ივერდონთან დაბრუნდება
სიგუა ტრავმირებულია - სავარაუდოდ, ივერდონთან დაბრუნდება