საბა ფურცელაძე
Aa
Aa

ფურცელაძემ მოიგო - საქართველომ კი ტუნისი დაამარცხა

ახალქალაქში დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი 2-ის მატჩში საქართველო ტუნისს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით კი „ჩვენებურები“ 2024 წელს გასამართ პლეი-ოფში ითამაშებენ.

დღეს, წყვილთა თანრიგის დაპირისპირებები გაიმართა. ბაშკი/მეტრეველის დუეტი უაკა/მანსურის წყვილთან დამარცხდა და ანგარიში 2:1 გახდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში კი საბა ფურცელაძემ მიიღო მონაწილეობა. ქართველი ჩოგბურთელი აზიზ დუგაზს შეხვდა და ორ სეტში 6:3 6:4 დაამარცხა. ამ შედეგით ანგარიში 3:1 გახდა და ბოლო დაპირისპირების წინ საქართველომ გამარჯვება გაინაღდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველო ერთეულთა თანრიგში გამარჯვებებით 2:0 დაწინაურდა. ფურცელაძემ უშანსოდ მოეზ ეჩარგუის მოუგო, ხოლო ზურა ტყემალაძემ აზიზ დუგაზს სამ სეტში 3:6 7:6 6:4 აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები