ერიკ ტენ ჰაგი, ჯეიდონ სანჩო
Aa
Aa

ტენ ჰაგი: არ ვიცი სანჩო კვლავ მანჩესტერში ითამაშებს თუ არა

დისციპლინის დარღვევის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი, რის გამოც ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედში“ სათამაშო დროს ვეღარ იღებს, კვლავ ძალაში რჩება.

ინგლისელ ფეხბურთელს ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი აქვს და როგორც ჩანს, უკან დახევას არცერთი აპირებს.

ამ დრომდე სანჩო გუნდისგან მოკვეთილია და საერთო კოლექტივთან ერთად ვარჯიში აკრძალული აქვს.

- სანჩო ისევ მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს?

„არ ვიცი. ის მიუწვდომელია, ამიტომ ამ ეტაპზე არ არის მნიშვნელოვანი, რადგან მას არ შეუძლია გუნდის წარმატებაში წვლილი შეიტანოს.

ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ამაზე არ ვფიქრობ (სანჩოს პოსტი სოციალურ ქსელში) და არ ვლაპარაკობ, რადგან მატჩი გვაქვს მოსაგები.

ფეხბურთელები, რომლებიც განაცხადში არიან და ხელმისაწვდომნი არიან, ისინი მე მიმსახურებენ. მათ უნდა მივმართო, მატჩისთვის მოვამზადო. მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე ვამახვილებ ყურადღებას, რომლებსაც თამაში შეუძლიათ",

- თქვა ერიკ ტენ ჰაგმა.

სანჩოს პასუხი კლუბისა და ტენ ჰაგის ქმედებებზე

სანჩომ გუნდის განაცხადს მიღმა დარჩენის შესახებ ტვიტერზე დაწერა:

„დიდი ხანია განტევების ვაცი ვარ - ეს უსამართლობაა. ვარჯიშზე ბევრს ვმუშაობდი, არ დაიჯეროთ ის რასაც კითხულობთ. სხვა მიზეზებიც იყო დარწმუნებული ვარ“.

- ცოტა ხანში ფეხბურთელმა პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი დაცვის ფლანგების გაძლიერებას დევისით და ჯეიმსით გეგმავს
რეალი დაცვის ფლანგების გაძლიერებას დევისით და ჯეიმსით გეგმავს