ბორჯღალოსნები, ლუკა მატკავა
Aa
Aa

კარგი თამაშით თვალი მოგვწყვიტა - PLANET RUGBY ლუკა მატკავაზე

რაგბიში, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრებმა საქართველოს 35:15 მოუგო. ავსტრალიელთა უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან აშკარა იყო, მეტოქემ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ლევან მაისაშვილის გუნდმა ორი ლელო დადო, პირველი ლელო 48-ე წუთზე ლუკა ივანიშვილმა დააფიქსირა, მეორე კი ბექა გიგაშვილმა - მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე. ასევე, ლევან მატკავამ ჯარიმა ზუსტად შეასრულა, თუმცა ივანიშვილის ლელოს შემდეგ მისი გარდასახვა არაზუსტი გამოდგა. გიგაშვილის ლელოს შემდეგ გარდასახვა ანგარიშში თედო აბჟანდაძემ ასახა.

 PLANET RUGBY-მ საქართველოს ნაკრების მორაგბეების თამაში შეაფასა და „ბორჯღალოსნებიდან“ ლუკა მატკავა გამოყო.

„საქართველოს ნაკრების მთავარი გამთამაშებელი რთულ ვითარებებში კარგად მოქმედებდა. შეტევაში რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა. განსაკუთრებით მეორე ტაიმში ავსტრალიელთა დაცვა კარგად გამოსცადა. ამავდროულად, დაცვით ფუნქციებს ბრწყინვალედ ასრულებდა. ამ შეხვედრაში 113 მეტრი მოიპოვა და 12 ბოჭვა შეასრულა, მან 7 ქულა დაიმსახურა. კარგი თამაშით თვალი მოგვწყვიტა''.

„ბორჯღალოსნები“ შემდეგ შეხვედრას პორტუგალიასთან გამართავენ. მატჩი ტულუზაში, 23 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, აღნიშნულ ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი, პორტუგალია და საქართველო არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები