ედი ჯონსი
Aa
Aa

ედი ჯონსი: „ბორჯღალოსნები საფრანგეთის ნაკრების მსგავსად თამაშობენ“

ავსტრალიის რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჯონსმა თანამედროვე რაგბზე და საქართველოს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა. ჯონსმა „ბორჯღალოსნები“ შეაქო და განაცხადა, რომ ქართველებმა თამაშის სტილი შეცვალეს.

„რაგბი იცვლება. მსაჯობა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, იცვლება და ეს ყველაფერი დროის გასვლითაა განპირობებული. ვინ ამბობს, რომ ძირითად შემადგენლობაში 8 წინახაზელი და 7 უკანახაზელი უნდა გყავდეს? ეს საჭიროებას აღარ წარმოადგენს და რაგბის თამაში სხვადასხვანაირად შეიძლება. სამხრეთ აფრიკას უდიდეს პატივს ვცემ, რადგან გამბედავი და მამაცი სტილი აქვთ შერჩეული. მათ თანამედროვე რაგბში დიდი ინოვაცია შემოაქვთ.

საქართველოს რაც შეეხება, ბორჯღალოსნებმა თავიანთი სათამაშო სტილი შეცვალეს და საფრანგეთის მსგავსად თამაშობენ. ფეხით ხშირად ურტყამენ, რაქში თავდაუზოგავად მუშაობენ და კონტრშეტევებს ფანტასტიკურად ახორციელებენ“.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრების გარდა, „ბორჯღალოსნები“ უელსს, ფიჯისა და პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს გავმართავთ და თბილისის დროით, 20:00-ზე, ავსტრალიას გავეჯიბრებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვნახოთ, ძირითადში დაიწყებს თუ არა“ | რუდი გარსია კვარაზე, ლაციოზე და რეალზე
„ვნახოთ, ძირითადში დაიწყებს თუ არა“ | რუდი გარსია კვარაზე, ლაციოზე და რეალზე