მიხაილო მუდრიკი, უილიამ გალასი
Aa
Aa

გალასი: აგენტმა მუდრიკის ჩელსიში მიყვანით შეცდომა დაუშვა

„ჩელსისა“ და „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი უილიამ გალასი მიხაილო მუდრიკის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკრაინელმა „არისტოკრატებში“ გადასვლით შეცდომა დაუშვა.

„გასულ სეზონში ვთქვი, რომ მუდრიკი ჩელსიში გადასვლას ინანებდა, რადგან მეგონა, რომ მას საკუთარი შესაძლებლობების არსენალში დამტკიცება შეეძლო. არ ვიცი, ეს მისი არჩევანი იყო, მისი აგენტის თუ შახტარის.

ის სეზონის სტარტზე კარგად გამოიყურებოდა და ვფიქრობდი, რომ კარგი წელი ექნებოდა, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა, რატომ ზის მუდმივად სათადარიგოთა სკამზე, რატომ არ აქვს შანსი.

ვწუხვარ იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ამ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მუდრიკის აგენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ის ჩელსიში მიიყვანა. ფეხბურთელების უმეტესობა, რომლებიც შეუერთდნენ ჩელსის, მზად იყვნენ სათამაშოდ და გუნდს ძალიან კარგად მოერგნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ტრანსფერებში, იცოდნენ რას აკეთებდნენ. ახლა ცოტა სხვა ვითარებაა“,

- განაცხადა „ლურჯების“ ყოფილმა მცველმა Gambling Zone-თან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩეფერინი საუდის ლიგაზე: ჩინელებიც იმავეს შვებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ
ჩეფერინი საუდის ლიგაზე: ჩინელებიც იმავეს შვებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ