ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი, რაიან გრავენბერხი
Aa
Aa

მაკტომინაის და გრავენბერხის გაცვლა? - ბაიერნი მოლაპარაკებას აწარმოებს

მიუნხენის „ბაიერნი“ ნახევარდაცვის გაძლიერებას ცდილობს. BILD-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერს“ სკოტ მაკტომინაის გადაბირება სურს.

წყაროს ცნობით, გერმანული მხარე თანხის გადახდაზეც თანახმაა, თუმცა ცნობილი ხდება, რომ „ბაიერნმა“ შესაძლოა გაცვლის საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.

ტომას ტუხელის გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ რაიან გრავენბერხის გაცვლას სთავაზობს. ნიდერლანდელი ფეხბურთელი მიუნხენურ გრანდს ვერ მოერგო და ის ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრება.

21 წლის ნახევარმცველს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და „ბაიერნის“ დატოვების წინააღმდეგი არ არის.

ჯერი ახლა „წითელ ეშმაკებზეა.“ მათი გადასაწყვეტია უღირთ, თუ არა მაკტომინაის გაშვება და მის ნაცვლად თანხის ან გრავენბერხის მიღება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხელი მოტეხეს | ვისლას ქომაგები მეტოქე გუნდის მეკარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ხელი მოტეხეს | ვისლას ქომაგები მეტოქე გუნდის მეკარეს ფიზიკურად გაუსწორდნენ