თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„შეგვეძლო, დიდი თანხა მიგვეღო“ | ვირტუს ბოლონიაში ახსნეს, შენგელია რატომ არ გაუშვეს

„ვირტუს ბოლონიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა ბარალდიმ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა. ბარალდიმ საინტერესო განცხადება გააკეთა და გვაუწყა, რომ შენგელიას სანაცვლოდ კლუბს ბრწყინვალე წინადადება ჰქონდა მიღებული.

„შენგელია ვირტუსისთვის ყოველთვის 200 პროცენტით იხარჯებოდა და ამას მომავალშიც გააგრძელებს. ყველა, ვინც ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თოკოსა და ჩვენ არ გვიცნობს. ვირტუს ბოლონიას რომ ნდომოდა, შენგელიას სანაცვლოდ დიდ თანხას მიიღებდა, მაგრამ უარი ეკონომიკური საკითხების გამო არ გვითქვამს. შენგელია ჩვენი საკალათბურთო პროექტის ერთ-ერთი ლიდერია“.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. თორნიკეს იმედი ჰქონდა, რომ „ვირტუს ბოლონიასთან“ საერთო ენას გამონახავდა და ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

გეტყვით იმასაც, რომ გასულ სეზონში, შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ მაისურით საშუალოდ 12.1 ქულას, 6.1 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარას როლს უცვლის? - Gazzetta გარსიას გეგმებზე წერს
კვარას როლს უცვლის? - Gazzetta გარსიას გეგმებზე წერს