Aa
Aa

ბარტომეუ: "რომელ ლიგაში ითამაშებს "ბარსა"? - პრეზიდენტის ოფიციალური კომენტარი

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ კატალონაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს.

„კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, კლუბის მმართველ საბჭოს მოუწევს გადაწყვიტოს, რომელ ჩემპიონატში ითამაშოს „ბარსელონამ“.

ახლა რთული სიტუაციაა. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მას გაგებით უნდა მოვეკიდოთ და სიმშვიდე და კეთილგონიერება შევინარჩუნოთ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დამოუკიდებლობის შემთხვევაში, კატალონიურ გუნდებს „ბარსელონას“, „ესპანიოლსა“ და „ჟირონას“, მოუწევთ გადაწყვიტონ რომელ ლიგაში თამაში ურჩევნიათ - სერია A-ში, საფრანგეთის ლიგა 1-ში თუ პრემიერ ლიგაში“. - ბარტომეუმ ეს განცხადება კლუბის მმართველ საბჭოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ბარსელონას“ ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბი დღევანდელი ვარჯიშის ჩატარებას არ აპირებს და მისი ასაკობრივი თუ მთავარი გუნდის ყველა ფეხბურთელი და მომუშავე პერსონალი ქუჩაში გამოსულ კატალონიელ ხალხს შეუერთდება.

კატალონიელები მათი მხარის დამოუკიდებლობას ითხოვენ, რასაც ესპანეთის ხელისუფლება არალეგიტიმურად ცნობს და პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეტაკებები გრძელდება.

ამჟამინდელი მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 850-ზე მეტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები