ხვიჩა კვარაცხელია, ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარის იდეალური შემცვლელები | Sportskeeda პარი სენ-ჟერმენს კვარას ურჩევს

ცნობილმა გამოცემამ, Sportskeeda-მ „პარი სენ-ჟერმენზე“ დაწერა და კლუბიდან წასული ნეიმარის იდეალური შემცვლელები დაასახელა. ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ისაა, რომ ერთ-ერთი მათგანი „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

„დინამო ბათუმიდან ნაპოლიში გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას გარღვევის მომხდენი სეზონი ჰქონდა. ის პარტენოპეის ერთ-ერთი ტოპ მოთამაშე იყო და მისმა გუნდმა სკუდეტო მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა მონაწილეობა სერია A-ს 34 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლი და 4 ასისტი მიითვალა და სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კვარაცხელია ფეთქებადი ფეხბურთელია, რომელსაც, როგორც შემტევ ნახევარმცველად, ისე შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია. მისი მთავარი სიძლიერე დრიბლინგისა და ფინიშინგის უნარებია, რასაც თანაგუნდელების ხელსაყრელ პოზიციებში პოვნის უნარიც ემატება. Corriere dello Sport-ის მიხედვით, პსჟ მისით დაინტერესებულია, მაგრამ კვარაცხელიას სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს“, - წერს Sportskeeda.

გეტყვით იმასაც, რომ კვარაცხელიას გარდა, ცნობილმა გამოცემამ კიდევ ორი ფეხბურთელი გამოარჩია: ფედერიკო კიეზა, რანდალ კოლო მუანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიას ზუროსმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა
ილიას ზუროსმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა