უკრაინა, რუსეთი, პარიზის ოლიმპიადა
Aa
Aa

„არ დაუშვათ რუსები და ბელარუსები“ - უკრაინა ოლიმპიადაზე ბოიკოტით იმუქრება

უკრაინის ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტეს პოიკოტს უცხადებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიჰალი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ თუ პარიზის ოლიმპიადაზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს დაუშვებენ, უკრაინის დელეგაცია ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას არ მიიღებს.

რას ამბობს შმიჰალი:

უკრაინას გადაწყვეტილება მტკიცეა, რომელშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 ქვეყანა ერთიანდება. ჩვენ, ყველა ერთად მზად ვართ, რომ ბოიკოტი გამოვუცხადოთ პარიზის ოლიმპიურ თამაშებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსს შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მიეცემათ. ველით, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და აგრესორ ქვეყნებს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლებას არ მისცემს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად არ დაუშვია, თუმცა, უკრაინულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ სოკ-ი აგრესორი ქვეყნის სპორტსმენების დაშვებას აქტიურად განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები