რობერტო მანჩინი, იტალიის ნაკრები
Aa
Aa

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ევროპის ჩემპიონატამდე 10 თვით ადრე, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რობერტო მანჩინიმ იტალიური ფეხბურთის მმართველ ორგანოს საკუთარი სურვილის შესახებ გუშინ, გვიან ღამით აცნობა, დღეს კი ფედერაციის ხელმძღვანელებმა მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის 61 წლის სპეციალისტს ამ თანამდებობაზე. იტალიურ მედიაში რამდენიმე ვარიანტი ვრცელდება, მათ შორის ერთ-ერთი კი „ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტია.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინიმ „სკუადრა აძურა“ 2018 წელს ჩაიბარა და ევრო 2020-ზე გუნდთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა. ამასთან, მისი ხელმძღვანელობით იტალიის ნაკრები ორჯერ გახდა ერთა ლიგის ბრინჯაოსმედალოსანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე აღარ უნდა მოიქცეს“ - რა მოხდა გუარდიოლასა და ჰოლანდს შორის
„ასე აღარ უნდა მოიქცეს“ - რა მოხდა გუარდიოლასა და ჰოლანდს შორის