მარიამ ბოლქვაძე
Aa
Aa

ITF: ბოლქვაძე ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა და მური დაამარცხა

დიდ ბრიტანეთში, ქალთა ჩოგბურთში ITF-ის ეგიდით ტურნირი დაიწყო, სადაც მონაწილეობას მარიამ ბოლქვაძე იღებს.

ქართველი ჩოგბურთელი, მეთექვსმეტედ ფინალში მასპინძელ სიარა მურს დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა.

პირველი სეტი მარიამმა 6:3 მოიგო, მაგრამ მეორეში იდენტური სხვაობით დამარცხდა. დისაიდერში კი ქართველმა ჩოგბურთელმა გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშა და 6:2 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძეს ტრავმის გამო 2022 წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.(ოპერაცია გაიკეთა) ამის გამო ის WTA-ს რეიტინგის 1000-ეულს მიღმა დარჩა. აღნიშნულ ტურნირზე მოსახვედრად კი 2 საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები