ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი, ამირ რაჰმანი
Aa
Aa

ტრავმიანობა გრძელდება - ოსიმენი და რაჰმანი დაშავდნენ

„ნაპოლისთვის“ დღევანდელი ვარჯიში არასასიამოვნო გამოდგა. ტრავმა მიიღო ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა.

ნიგერიელმა თავდამსხმელმა სავარჯიშო მოედანი ყინულებით დატოვა. ასევე, დაშავდა რაჰმანი. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განაახლებენ აღნიშნული ფეხბურთელები ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეისთვის“ წინასასეზონო მზადება არასასიამოვნოდ მიმდინარეობს. აქამდე ტრავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, თუმცა გამოჯანმრთელდა და დღეს ვარჯიში განაახლა.

ცნობისთვის, რუდი გარსიას გუნდი ბოლო ამხანაგურ მატჩს 11 აგვისტოს „აპოლონთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია ა-ს პირველი ოფიციალური შეხვედრა „ფროზინონეს“ წინააღმდეგ 19 აგვისტოთი თარიღდება.

შეგახსენებთ, „ფროზინონეში“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე გადავიდა. აქედან გამომდინარე, იტალიის ჩემპიონატის პირველივე ტურში ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები