დიეგო კოშტა
Aa
Aa

„წადი შენს ქვეყანაში, შიმშილით მოკვდი მაიმუნო“ - კოშტა ვინისიუსსა და რასიზმზე

დიეგო კოსტამ ესპანურ ფეხბურთში არსებულ რასიზმზე და მის წინააღმდეგ ვინისიუსის ბრძოლაზე ისაუბრა.

„ძალიან რთულია ვინისიუსთან არსებული სიტუაციისთვის კომენტარის გაკეთება, გესმით? მახსოვს, როცა ლა ლიგაში პირველად ვითამაშე, გავიგონე, რომ ოპონენტები მეუბნებოდნენ: „წადი შენს ქვეყანაში, შიმშილით მოკვდი, ნაბიჭვარო მაიმუნო...“ მივხვდი, რომ ამას აკეთებდნენ იმისთვის, რომ კონცენტრაცია დამეკარგა და თამაშიდან გამოვრთულიყავი.

ვინისიუსი შავია. აქ სულ სხვა ამბავია, რასიზმი ძალიან დიდი ხანია არსებობს. ამის გამო ხალხმა ბევრი განიცადა, ძალიან დაზარალდნენ.

ბევრი ამბობს, რომ თქვენ უბრალოდ უნდა გაიაროთ ეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ყველასთვის არ მუშაობს. მაგალითად, ჩემთვის უფრო ადვილი იყო. მაგრამ ვერავინ გაიგებს, რას განიცდიან ფერადკანიანები. ძაღლები უკეთ ცხოვრობდნენ, ვიდრე ისინი. და მხოლოდ შავკანიანებს ესმით ეს ტკივილი.

არიან ადამიანები, რომლებიც რასიზმს შოუს მოსაწყობად იყენებენ, მაგრამ ვინისიუსის ასეთი არ არის. საბედნიეროდ, ის მადრიდის რეალში თამაშობს, ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მას აქვს ძალა და გავლენა.

თუ ეს ხეტაფეს ან რაიოს მოთამაშეს შეემთხვა, მას ეტყვიან: „სულელო, წადი აქედან, შენ ამისთვის გიხდიან". ფედერაცია და საზოგადოება ამ ვითარებას შეამსუბუქებს.

ვინისიუსი ბრძოლით სწორს აკეთებს. მან ყველაფერი გაიარა - უთხრეს, რა ცუდი იყო, რომ ბურთთან მუშაობა არ იცოდა... და ნახეთ, როგორი გახდა. მან მარტივად არაფერი მიუღია. და მას აქვს ყველა მიზეზი, ითხოვოს თანასწორობა“,

- თქვა კოშტამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრიორიტეტი არ ყოფილა | ლოჩოშვილის რაიო ვალეკანოში ტრანსფერი გამოირიცხა
პრიორიტეტი არ ყოფილა | ლოჩოშვილის რაიო ვალეკანოში ტრანსფერი გამოირიცხა