ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

„თამაშის ტემპს აკონტროლებს და პრესინგისთვის მზადაა“ | გაგნიძე Sports.ru-ს რჩეულთა შორის

რუსულმა ვებგვერდმა, Sports.ru-მ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც რუსეთის პრემიერ ლიგის ახალ სეზონში თვალი უნდა ვადევნოთ. Sports.ru-მ აქცენტი ნაკლებად პოპულარულ მოთამაშეებზე გააკეთა, 25 ფეხბურთელი გამოარჩია და ერთ-ერთი ლუკა გაგნიძე გახლავთ.

„გასულ სეზონში, 20 წლის ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოდა და რამდენიმე მაგარი მატჩიც ჩაატარა (მაგალითად კრილიასთან, ჩემპიონატის სტარტზე გამართული შეხვედრა). გაგნიძე წინ თამაშობს, ტემპს აკონტროლებს და პრესინგისთვის მზადაა.

დიდი ალბათობით, მოსკოვის დინამოს მთავარი მწვრთნელი, მარცელ ლიჩკა გაგნიძეს ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებს. თუმცა, ლუკას შეუძლია, საკუთარი გუნდის თამაში გააძლიეროს და რომბზე (რომბისებური ნახევარდაცვის ხაზი) გადასასვლელად ინსტრუმენტი იყოს“, - წერს Sports.ru.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, გაგნიძემ მონაწილეობა 20 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 3 შედეგიანი გადაცემაა. ლუკას მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გააშიშვლეს და დააბეს - დონარუმას ოჯახში მძარცველები შეიჭრნენ
გააშიშვლეს და დააბეს - დონარუმას ოჯახში მძარცველები შეიჭრნენ