მეცი, გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი, უოტფორდი
Aa
Aa

გადაწყვეტილია: გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისში ითამაშებს

საშა ტავოლიერის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ჩემპიონშფის „უოტფორდში“ გააგრძელებს. ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, რომლის დასრულების შემდეგ „უოტფორდს“ „გენტიდან“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

საშა ტავოლიერის ინფორმაციით, ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ გადასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „მეცში“ ტრანსფერი ჩაიშალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი „მეცის“ ტექნიკური პერსონალის გადაუწყვეტელობას შეეჩეხა.

„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელია, რომელიც 2005-07 წლებში მიუნხენის „ბაიერნში“ ვილი სანიოლთან ერთად თამაშობდა. გასულ სეზონში, „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში მე-11 ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველი 2024 წლის ივნისამდე „გენტის“ საკუთრებაა და გასული სეზონი იჯარით „სლოვანში“ გაატარა. საერთო ჯამში, „ჩაკვემ“ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, 47 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა. გერმანული სამენეჯერო სააგენტოს, Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2.4 მილიონი ევროა. 

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალანდაძე ტრაბზონში? - ბიელიცას ქართველი მცველი მოსწონს
კალანდაძე ტრაბზონში? - ბიელიცას ქართველი მცველი მოსწონს