„მანჩესტერი“ მზადაა დე ხეას 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს
მადრიდის „რეალი“ კვლავაც განაგრძობს დავიდ დე ხეას ტრანსფერზე მუშაობას. როგორც ესპანური გამოცემა „AS“ იუწყება, 1 ივლისს მხარეებს შორის მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. თუ ადრე „მანჩესტერი“ ესპანელი მეკარის სანაცვლოდ 46 მილიონ ევროს ითხოვდა, ახლა მადრიდელთა ძალისხმევის შედეგად, ეს ციფრი 35-მდე დავიდა. „სამეფო გუნდი“ მზად იყო დე ხეას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა დიდი ალბათობით „მანჩესტერ იუნაიტედი“ გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს ფასს აღარ დააკლებს და სავარაუდოდ მადრიდელები ამ წინადადებას დათანხმდებიან.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს ლუი ვან გაალს სურს, რომ ამ ტრანსფერის გარშემო შექმნილ სიტუაციას, ნათელი 13 ივლისამდე მოეფინოს.