Aa
Aa

"ვილიარეალმა" ფრან ესკრიბა დაითხოვა

ფრან ესკრიბა "ვილიარეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს დილით ვალენსიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

ესკრიბას გაშვების მიზეზი, არადამაკმაყოფილებელი შედეგებია. "ვილიარეალს" ლა ლიგის 6 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება.

ფრან ესკრიბა "ვილიარეალის" მთავარ მწვრთნელად გასული წლის აგვისტოში დაინიშნა. კლუბმა მისი ხელმძღვანელობით წინა სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები