კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

ოფიციალურად | პარი სენ-ჟერმენმა კრისტოფ გალტიე გაუშვა

„პარი სენ-ჟერმენმა“ კრისტოფ გალტიესთან თანამშრომლობა დაასრულა. რამდენიმე წუთის წინ, პარიზულმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გალტიე მთავარი მწვრთნელის პოსტზე აღარ იმუშავებს.

„ფინანსური წლის ბოლო ნაწილში, პარი სენ-ჟერმენი და გალტიე შეთანხმდნენ, რომ მისი სამწვრთნელო ხელშეკრულება დასრულდეს. კლუბს სურს, ხაზი გაუსვას გალტიეს პროფესიონალიზმსა და თავდადებას, რომელთა წყალობითაც, პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა. მთელ კლუბს სურს, გალტიესა და მის ასისტენტებს პროფესიონალიზმისა და თავდადების გამო, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში იჩენდნენ, მადლობა გადაუხადოს და მათ კარიერაში წარმატება უსურვოს“, - ნათქვამი პსჟ-ს განცხადებაში.

როგორც მოგეხსენებათ, „პარი სენ-ჟერმენის“ ჩაბარების მთავარი კანდიდატი ლუის ენრიკეა. პარიზული პრესის ინფორმაციით, ესპანელ სპეციალისტსა და ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და მისი დანიშვნა მალე გაოფიციალურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასული სეზონის ტოპ 10 გარემარბი | რომელ ადგილზეა კვარა ESPN-ის რეიტინგში
გასული სეზონის ტოპ 10 გარემარბი | რომელ ადგილზეა კვარა ESPN-ის რეიტინგში