დრამატული ფინალი - თბილისის დინამო სუპერ თასის გამარჯვებულია
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერ თასის ფინალში ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში ბათუმის „დინამო“ 3:4 დამარცხდა, თბილისის „დინამო“ ახალი ფორმატით ჩატარებული სუპერ თასის გამარჯვებულია.
ანგარიში ჯოვინო ფლამარიონმა 25-ე წუთზე გახსნა. გია გეგუჩაძის გუნდმა ბრწყინვალე კომბინაცია განახორციელა, ლიტვინენკოს საგოლე პასით ფლამარიონი მეკარესთან პირისპირ დარჩა და დაბალ კუთხეში გაიტანა.
77-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა გაბრიელ სიგუამ გაათანაბრა, მისი გოლი გიორგი მოისწრაფიშვილის მიერ შესრულებულ კუთხურს მოჰყვა.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
საქართველოს სუპერ თასის მესამე მატჩისთვის შეხვედრა ქუთაისის „ტორპედომ“ მოიგო. „ტორპედო“ - „დილას“ მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში იმერულმა გუნდმა 5:4 გაიმარჯვა.