კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ბრაზილიის ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს | ანჩელოტი 2024 წლის ზაფხულში დაინიშნება

„ფლუმინენსეს“ მთავარი მწვრთნელი, ფერნანდო დინიზი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების დროებითი თავკაცი გახდა. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტის, ედნალდო როდრიგესის თქმით, იგი „სელესაოში“ 1 წლის განმავლობაში იმუშავებს და პარალელურად, „ფლუმინენსეს“ დამრიგებელიც იქნება.

ცნობილია ისიც, რომ 2024 წლის კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ, „სელესაოს“ კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს. ეს ინფორმაცია ზემოთ ხსენებულმა როდრიგესმა გაავრცელა. იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. 2024 წლის კოპა ამერიკა, რომელიც აშშ-ში გაიმართება, 20 ივნისს დაიწყება და ფინალს 14 ივლისს ვიხილავთ.

გეტყვით იმასაც, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ბრაზილია მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. ტიტე ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ თანამდებობიდან დაითხოვეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გასული სეზონის ტოპ 10 გარემარბი | რომელ ადგილზეა კვარა ESPN-ის რეიტინგში
    გასული სეზონის ტოპ 10 გარემარბი | რომელ ადგილზეა კვარა ESPN-ის რეიტინგში