15-წლამდე ძალოსანთა ნაკრები, 15-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, დიმიტრი აბრალავა
Aa
Aa

2 ოქრო, 1 ვერცხლი და რეკორდი! - 15 წლის აბრალავა ევროპის ჩემპიონია

მოლდოვაში სტარტი აიღო ჭაბუკ ძალოსანთა (U15) შორის ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველოს სახელით დიმიტრი აბრალავამ იასპარეზა და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა.

15 წლის ძალოსანს საოცარი გამოსვლა ჰქონდა და საქართველოს დელეგაციას 3 სინჯის მედალი მოუტანა - 2 ოქრო და 1 ვერცხლი.

ატაცში აბრალავამ 95 და 100 კილოგრამები დაძლია, რითაც ვერცხლის მედალს დაეუფლა.

რაც შეეხება აკვრას, ამ ჩათვლაში ახალგაზრდა ძალოსანმა ბრწყინვალეს იასპარეზა და სამ მისვლაზე 100, 115 და 120 კილოგრამებს გაუმკლავდა, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა და ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 220 კილოგრამითაც მეორე ოქრო აიღო.

ასევე საგულისხმოა, რომ დიმიტრი აბრალავამ ჭაბუკ ძალოსანთა შორის საქართველოსთვის ახალი რეკორდი დაამყარა და ძველი რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრები ევროპული თამაშების გამარჯვებულია
საქართველოს ნაკრები ევროპული თამაშების გამარჯვებულია