პარმა, ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

გრანდიოზული წინადადება - ბუფონს საუდის არაბეთში ეპატიჟებიან

ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს სათამაშოდ საუდის არაბეთში ეპატიჟებიან.

ცნობილი ჟურნალისტის, ნიკოლო შირას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კლუბი 45 წლის მეკარეს გრანდიოზულ წინადადებას სთავაზობს. შირა ამ კლუბის სახელს არ აკონკრეტებს, თუმცა წერს, რომ ისინი ბუფონს 2 წლიან კონტრაქტს და სეზონში 15 მილიონი ევროს სახით ანაზღაურებას სთავაზობს.

მისივე მტკიცებით, იტალიელი მეკარე ამ წინადადებაზე სერიოზულად ფიქრობს და კლუბის წარმომადგენლებს პასუხს უახლოეს დღეებში აცნობებს.

შეგახსენებთ, რომ 45 წლის ჯანლუიჯი ბუფონი ამჟამად იტალიის სერია B-ში მოასპარეზე „პარმას“ ღირსებას იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდუ სასარგებლო იდიოტია, დიქტატორს ლეგიტიმაციაში ეხმარება“
„რონალდუ სასარგებლო იდიოტია, დიქტატორს ლეგიტიმაციაში ეხმარება“