კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„რონალდუ სასარგებლო იდიოტია, დიქტატორს ლეგიტიმაციაში ეხმარება“

პორტუგალიელმა ჟურნალისტმა კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში გადასვლის გამო გააკრიტიკა და ეს ადგილობრივი ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების ერთგვარ გამამართლებელ ქმედებად მონათლა.

ენრიკე რაპოსო, Expresso-ს მიმომხილველი, M.P.S. და ჟურნალ Atlantico-ს ყოფილი რედაქტორია.

„პრობლემა იწყება იმით, რომ რონალდუ ხდება სასარგებლო იდიოტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დიქტატურისთვის და ის გაუხსნის შესაძლებლობას სხვა მოთამაშეებს, ასევე გახდნენ სასარგებლო იდიოტები დიქტატურისთვის, რომელიც საკუთარი თავის ლეგიტიმაციას ცდილობს.

არის ისეთი ადამიანი, როგორიც არის მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდი (საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრი), რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ართმევს და საუდის არაბეთს ევროპული სტილის ცენტრალიზებულ დიქტატურად აქცევს. ამის სანაცვლოდ მან ქალებს გარკვეული უფლებები მისცა, ორიოდე წელიწადში კი თუ მოინდომებს წაართმევს.

და ცოტა სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ფეხბურთელები - ვარსკვლავები, სიმბოლოები, ბავშვებისთვის მისაბაძი მაგალითები მთელ მსოფლიოში - დიქტატურისთვის სასარგებლო იდიოტებად იქცევიან. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში იღებენ წმინდა 5, 6, 10 მილიონ ევროს, იქ კი სთავაზობენ 50, 60, 70...

ნახეთ, რა ხდება ევროპაში ახალგაზრდებთან - ისინი სასოწარკვეთილებაში არიან. მუშათა კლასს სამუშაო არ აქვს. უბრალოდ შეხედეთ საფრანგეთში ხალხის სასოწარკვეთილებას. და ცოტა სიურეალისტურია ლაპარაკი იმაზე, რომ ფეხბურთელი 60 მილიონს გამოიმუშავებს, მილიონობით ახალგაზრდის ფონზე, რომლებიც ჩიხში არიან“,

- თქვა რაპოსომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი: ირწმუნეთ ჩვენი რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის
მამარდაშვილი: ირწმუნეთ ჩვენი რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის