ფალკაო საოცარ ფორმაშია - 40 წლის შემდეგ პირველად!
Aa
Aa

ფალკაო საოცარ ფორმაშია - 40 წლის შემდეგ პირველად!

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრაში, "მონაკომ" "ლილს" სტუმრად 4-0 სძლია.

ხსენებულ შეხვედრაში დუბლის ავტორი გახდა რადამელ ფალკაო, რომელმაც რეკორდი დაამყარა და ისტორიაშიც შევიდა.

ლიგა 1-ის ისტორიაში, ბოლო 40 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ფორვარდმა საწყის 7 ტურში 11 გოლი გაიტანა. 

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ კოლუმბიელი ფორვარდის ევროპაში გატანილი გოლების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

ფალკაომ, "მონაკოს" მაისურით 74 მატჩი ჩაატარა და 54 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები