ლუკა მოდრიჩი, დეიან ლოვრენი
Aa
Aa

20 მილიონის გაფლანგვის საქმე - მოდრიჩსა და ლოვრენს ცრუ ჩვენებაში ადანაშაულებენ

ლუკა მოდრიჩსა და დეიან ლოვრენს ხორვატიაში კანონთან პრობლემები აქვთ.

ოსიეკის პროკურატურამ მათ ზაგრების დინამოს ყოფილი პრეზიდენტის, ზდრავკო მამიჩის მიერ თანხების გაფლანგვის საქმეზე ყალბი ჩვენებების მიცემისთვის ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ხორვატული Jutarnji List-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, საუბარია 20 მილიონი ევროს მითვისებაზე.

„ლიონის“ მცველს ბრალად ედება ცრუ ჩვენება ხელშეკრულების დამატებით შედგენაში, მთავარი დოკუმენტის ხელმოწერიდან მალევე, სამ წერილზე ხელმოწერაში, ზაგრებში საბანკო ანგარიშის დამოუკიდებლად გახსნაში და მესამე მხარის ანგარიშზე თანხის გადარიცხვაში.

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი პროკურორების თქმით, გამოძიების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა და აღნიშნულია, რომ კონტრაქტის დანართებს ხელს აწერდა ყოველ ჯერზე, როცა მას ახანგრძლივებდა, თუმცა დადგინდა, რომ მან ეს გააკეთა მხოლოდ ერთხელ - კლუბიდან წასვლისას.

ორივე ფეხბურთელის შემთხვევაში, კონტრაქტების დანართები სატრანსფერო საფასურს არეგულირებდა.

ლოვრენმა და მოდრიჩმა 2017 და 2018 წლებში სასამართლო პროცესი ყალბი ჩვენების მიცემისთვის უკვე გაიარეს. მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალს კვარას ყიდვა უნდოდა... მბაპეს ივლისში გაიფორმებენ, გადაწყვეტილია“
„რეალს კვარას ყიდვა უნდოდა... მბაპეს ივლისში გაიფორმებენ, გადაწყვეტილია“