ვოლკანოვსკის მწვრთნელი თოფურიაზე: „მრავალმხრივი მებრძოლი არაა“
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის მთავარმა მწვრთნელმა, ჯო ლოპესმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ლოპესი The Allstar-ს ელაპარაკა და განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ მრავალმხრივი მებრძოლი არაა.
„იაირ როდრიგესთან გასამართ ჩხუბზე ვართ ორიენტირებული და სხვა მებრძოლებზე არ ვფიქრობთ. როდრიგესთან ბრძოლის შემდეგ, განვიხილავთ ვინ შეიძლება, ჩვენი მომდევნო მეტოქე იყოს და ამ ეტაპზე, სხვებზე საუბარი არ გვინდა.
თოფურიასა და ემეტის ბრძოლას ვუყურე და ილია ძლიერი სტრაიკერია, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან ერთგანზომილებიანი მებრძოლია და მრავალმხრივი არაა. ამ მხრივ, ის ჯოშ ემეტს ძალიან ჰგავს. ემეტი და თოფურია იაირ როდრიგესი არ არიან და მან ან მაქს ჰოლოუეიმ მათთან რომ იჩხუბონ... ვიცი, რაც მოხდება“.
შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკი მომდევნო ბრძოლას თბილისის დროით, 9 ივლისს გამართავს. ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი ფავორიტადაა მიჩნეულია და „ელ მატადორსაც“ სურს, „ვოლკმა“ გაიმარჯვოს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს