კაი ჰავერცი
Aa
Aa

„მიზანი თასების მოგებაა“ - არსენალმა ჰავერცი წარადგინა

ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კაი ჰავერცი „ჩელსიდან“ მათ რიგებს შეუერთდა. ტრანსფერი დახურულია.

„მეთოფეებმა" დაადასტურეს, რომ ფეხბურთელმა მათთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ მისი ვადა არ დაასახელეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. ტრანსფერის თანხა 60+5 მილიონი ფუნტია.

„არსენალში“ ჰავერცი 29-ე ნომრით ითამაშებს.

„ჩემთვის ამაღელვებელია ამ დიდებულ კლუბში მოსვლა და არსენალის ოჯახის ნაწილად ყოფნა. ამ კლუბს ძალიან მდიდარი ისტორია აქვს და იმედი მაქვს, ბევრს მივაღწევთ.

არსენალს ძლიერი მენტალიტეტი აქვს და ამას ვგრძნობ. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ბოლო დროს არსენალთან თამაში ასეთი რთული იყო.

მიზანი თასების მოგებაა და მე ვაპირებ ყველაფრის გაღებას იმისთვის, რომ ეს გავაკეთო, გულშემატკივრებისთვის და კლუბში ყველასთვის. ახლა მოუთმენლად ველოდები ყველა ფეხბურთელთან და პერსონალთან შეხვედრას, როდესაც წინასასეზონო მზადებას დავიწყებთ“,

- განაცხადა გერმანელმა.

ჰავერცი ჩელსიში 2020 წლის შემოდგომაზე გადავიდა. მან კლუბში 139 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლონდონელებთან ერთად ჰავერცმა ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაისი: „იმედია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინალში გავა ან ჩემპიონი გახდება“
ვაისი: „იმედია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინალში გავა ან ჩემპიონი გახდება“