ჩელსი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ESPN: ალონსო ჩელსიში? - ესპანელი მთავარი კანდიდატია

ლონდონის ჩელსი ახალი სეზონის წინ სამწვრთნელო ცვლილებისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ახალ კანდიდატებს განიხილავს და ამ ეტაპზე ორი მთავარი ვარიანტი გამოიკვეთა — ანდონი ირაოლა და ჩაბი ალონსო.

ESPN-ის ცნობით, ლონდონური კლუბი ამჯერად უფრო გამოცდილ სპეციალისტზე აკეთებს აქცენტს. ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ გუნდს ამ ეტაპზე ისეთი მწვრთნელი სჭირდება, რომელსაც მაღალი დონის პროექტების მართვის მეტი გამოცდილება ექნება.

ამის მიზეზი მიმდინარე სეზონის არადამაკმაყოფილებელი შედეგებია. „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე მოლოდინები ვერ გაამართლა და ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა, ხოლო ინგლისის პრემიერ ლიგაში გუნდი მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე იმყოფება, რაც კლუბის ამბიციებს აშკარად არ შეესაბამება.

ირაოლა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მწვრთნელად ითვლება ევროპის ბაზარზე. ესპანელი სპეციალისტი სეზონის ბოლოს ბორნმუთს დატოვებს და მის დამატებას რამდენიმე გავლენიანი კლუბი შეეცდება.

რაც შეეხება ჩაბი ალონსოს, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ავტორიტეტულ მწვრთნელს, ის ბოლოს რეალში მუშაობდა და პოსტი იანვარში დატოვა. მისი სახელი ბოლო პერიოდში არაერთ ტოპ-კლუბს დაუკავშირდა.

არსებული ინფორმაციით, „ჩელსი“ საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს და ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას 2025/2026 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები