ახალი კონტრაქტი გამორიცხულია - ლევანდოვსკი ბარსელონადან მოდის
რობერტ ლევანდოვსკისა და ბარსელონას გზები იყრება. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მისი თქმით, მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, პოლონელ თავდამსხმელს ბარსელონას დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევს.
რომანო იმასაც წერს, რომ ყველაფერი დასრულებულია, ახალი შეთანხმების შანსი არ არსებობს.
ლევანდოვსკის გადაბირებით იტალიური და არაბული კლუბები ინტერესდებიან, თუმცა ოფიციალური წინადადებით ჯერ არავის მიუმართავს.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი თავდამსხმელი კატალონიურ გრანდს 2022 წელს შეუერთდა. რობერტმა ბარსელონას მაისური დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 190-ჯერ მოირგო, 119 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.