ჩელსი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

“ერთნაირი ამბიცია გვამოძრავებს“ - ალონსო ჩელსის ახალი მწვრთნელია

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ ჩაბი ალონსო ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდებოდა.

სულ ცოტა ხნის წინ, ეს ამბავი ოფიციალურად დადასტურდა - ბასკი სპეციალისტი არისტოკრატების ახალი მთავარი მწვრთნელია.

წარდგენის შემდეგ, ჩაბიმ კომენტარი გააკეთა:

„მფლობელებთან და სპორტულ ხელმძღვანელობასთან ჩემი საუბრებიდან ნათლად დავინახე, რომ ერთნაირი ამბიცია გვამოძრავებს. გვინდა ავაშენოთ გუნდი, რომელიც მუდმივად უმაღლეს დონეზე იასპარეზებს და ტიტულებისთვის იბრძოლებს.

ამ შემადგენლობაში დიდი ტალანტია და ამ საფეხბურთო კლუბს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ამ გუნდის გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივია. ახლა მთავარი ფოკუსი მძიმე შრომაზე, სწორი კულტურის შექმნაზე და ტიტულების მოგებაზეა.“

როგორც ცნობილია, ალონსოსა და ჩელსის შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ესპანელი მწვრთნელი ლონდონურ კლუბამდე მადრიდის რეალის დამრიგებელი იყო. იქამდე კი ლევერკუზენის ბაიერს წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები