არჩილ ბოლქვაძე
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - აჩიკო ბოლქვაძემ ტიტული შეინარჩუნა

ესპანეთში მიმდინარე 20 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, აჩიკო ბოლქვაძემ ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

87 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ქართველი ფალავანი სომეხ ვიგენ ნაზარიანს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 5:4 იმარჯვა.

ფინალამდე ბოლქვაძემ სამ მეტოქეს, ხორვატ ტომისლავ ბრკანს, რუმინელ პატრიკ გორდანსა და სერბ ანდრია მიჰაილოვიჩს აჯობა.

ევროპის ჩემპიონატი დღეს გაგრძელდება და საქართველოს სახელით ოქროს მედლებისთვის ანრი ხოზრევანიძე, ნიკა ბროლაძე და გორ აივაზიანი იბრძოლებენ. დათა ჩხაიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

60 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ანრი სომეხ მეტოქეს სურენ აღაჯანიანს დაუპირისპირდება, 67 კილოში ბროლაძე თურქ აზატ სარიარს შეხვდება, ხოლო 97 კილოში თავის ძალებს აივაზიანი მოლდოველ როსტისლავ კოვალისთან მოსინჯავს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეათედ ოლიმპიადაზე - ნინო სალუქვაძის ისტორიული შედეგი
მეათედ ოლიმპიადაზე - ნინო სალუქვაძის ისტორიული შედეგი