ლიონელ მესი, ხუან რომან რიკელმე
Aa
Aa

ხუან რომან რიკელმეს გამოსამშვიდობებელი მატჩი ლა ბომბონერაზე

არგენტინული კლუბის, „ბოკა ხუნიორსის“ საშინაო არენაზე, „ლა ბომბონერაზე“ ხუან რომან რიკელმეს გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა. „ბოკა ხუნიორსი“ არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 5:3 იმარჯვა. „ბოკას“ მხრიდან, გოლები მანტეკა მარტინესმა, ხუან რომან რიკელმემ, ლედესმამ და ჩიპი ბარიჯომ (დუბლი) გაიტანეს, „ალბისელესტეს“ რიგებში კი ლუჩო გონსალესი, ლიონელ მესი და ფერნანდო გაგო გამოირჩნენ.

„ხალხს ისე ვუყვარვარ, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. იმედია, ეს სიყვარული არასდროს გაქრება. მინდა, ჩემს მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. ისინი ძალიან დამეხმარნენ და სიამოვნების მიღების საშუალება მომცეს. ფეხბურთელობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. როცა დონ ტორკუატოსთვის ვთამაშობდი, მინდოდა, მარადონა ან მანტეკა მარტინესი გავმხდარიყავი, მოგვიანებით კი ისინი ჩემი თანაგუნდელები გახდნენ.

გამიმართლა და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად ვითამაშე. შემდეგ დრო გავიდა, ასაკი მომემატა და კიდევ ერთხელ გამიმართლა. ამჯერად, ვითამაშე ადამიანთან (ლიონელ მესის გულისხმობს), რომელიც საოცარი ფეხბურთელია. არ ვიცი, მარადონაზე მაღლა დგას თუ არა, მაგრამ ის და დიეგო საუკეთესონი არიან მათ შორის, ვინც საკუთარი თვალით მინახავს. ძალიან მიყვარხართ და დიდ ჩახუტებას გიგზავნით“, - განაცხადა რიკელმემ.

შეგახსენებთ, რომ რიკელმეს საფეხბურთო კარიერა „ბოკა ხუნიორსში“ დაიწყო. 2002 წელს, მან „ბარსელონას“ მიაშურა, 2006 წელს კი „ვილიარეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, რომელშიც „არსენალთან“ დამარცხდა. არგენტინის ნაკრების მაისურით, რიკელმეს 116 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 49 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის ხარისხში დარწმუნებული არიან“ - ჰამბურგმა საზონოვის გადაბირება გადაწყვიტა
„მის ხარისხში დარწმუნებული არიან“ - ჰამბურგმა საზონოვის გადაბირება გადაწყვიტა