ოსასუნას კონფერენს ლიგას ჩამოაშორებენ? | მიზეზი გარიგებული მატჩებია
Aa
Aa

ოსასუნას კონფერენს ლიგას ჩამოაშორებენ? | მიზეზი გარიგებული მატჩებია

ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონში, „ოსასუნამ“ მე-7 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა შესაძლოა, პამპლონელები ევროტურნირის მიღმა დარჩნენ. როგორც დღეს გაირკვა, უეფას ინსპექტორებმა რეკომენდაცია გასცეს, რომ „ოსასუნა“ კონფერენს ლიგას გარიგებული მატჩების გამო ჩამოაშორონ. ესპანური კლუბი აპირებს, აპელაცია შეიტანოს და უეფას გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„კლუბი უეფას კრიტერიუმებს არ იზიარებს. აპელაციას შევიტანთ და კანონის წესებით ვიბრძოლებთ, რათა ჩვენი უფლებები დავიცვათ. უეფას ეს გადაწყვეტილება ოსასუნასა და მისი ამჟამინდელი მენეჯერების დასჯისკენაა მიმართული.

ყველაზე ცუდისთვის ვემზადებით, მაგრამ ჩვენს ლოზუნგს არ უნდა ვუღალატოთ. არავის მივცემთ უფლებას, ოსასუნა გამოიყენოს. ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უფლებებს დავიცავთ და ოსასუნა არასდროს ნებდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ოსასუნას“ წინააღმდეგ საქმეა აღძრული და პამპლონურ კლუბს 2013/14 წლების სეზონში მატჩის გარიგებაში ადანაშაულებენ. ვარაუდობენ, რომ „ოსასუნას“ მაშინდელმა პრეზიდენტმა „ბეტისის“ წარმომადგენლებთან შეთანხმებას მიაღწია. სევილიურ კლუბს „ვალიადოლიდისთვის“ უნდა მოეგო და „ოსასუნასთან“ წაეგო. ამის სანაცვლოდ „ბეტისი“ 400 000 და 200 000 ევროს მიიღებდა. თუ უეფამ „ოსასუნას“ დისკვალიფიკაცია მისცა, კონფერენს ლიგაზე „ბილბაო“ ითამაშებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში ითამაშებს | შოთი ზინჩენკოს გუნდშია
    არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში ითამაშებს | შოთი ზინჩენკოს გუნდშია