გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ვალენსიას პრობლემები არ ელევა | ღამურები სპონსორის გარეშე დარჩნენ

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მთავარი სპონსორის გარეშე დარჩა. ესპანური გამოცემის, Relevo-ს ინფორმაციით, ბრიტანულმა კომპანიამ, CAZOO-მ, რომლის სახელიც „ღამურებს“ მაისურებზე ეწერათ, „მესტალიას“ ბინადრებთან თანამშრომლობა შეწყვიტა, მიზეზად კი „რეალთან“ მატჩისას მომხდარი რასისტული სკანდალი დაასახელა.

2022 წელს, CAZOO-მ „ვალენსიას“ 2-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა და კლუბს სეზონში 4 მილიონ ევროს უხდიდა. რამდენიმე თვის წინ, ბრიტანულ კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და CAZOO-ში გადაწყვიტეს, რომ „ღამურებთან“ თანამშრომლობის გაგრძელება არ სურდათ.

„ვალენსიამ“ ხელშეკრულების გაწყვეტაზე უარი განაცხადა და კომპანიას 4 მილიონი მოსთხოვა, რომელიც კონტრაქტით გათვალისწინებული მეორე წლის პერიოდში უნდა მიეღო. „ღამურებმა“ CAZOO-ს სასამართლო პროცესიც მოუგეს და ბრიტანულ კომპანიას კომპენსაციის გადახდის გარეშე თანამშრომლობის შეწყვეტა არ შეეძლო, თუმცა „რეალისა“ და „ვალენსიას“ მატჩის შემდეგ ვითარება შეიცვალა.

Relevo-ს ცნობით, ვინისიუს ჟუნიორთან მომხდარი რასისტული სკანდალის შემდეგ, „ვალენსიამ“ CAZOO-ს იურისტებისგან ბიუროფაქსი მიიღო. კლუბს განუცხადეს, რომ რასისტულმა სკანდალმა ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი დაარღვია და კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყდა. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ღამურებისთვის“ ეს დიდი დარტყმა იყო, მაგრამ კლუბს არაფრის გაკეთება არ შეეძლო და 4 მილიონის ნაცვლად, 1 მილიონს დასჯერდა, რომელიც კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მიიღო.

როგორც მოგეხსენებათ, „მესტალიაზე“ გამართული მატჩისას, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, „ვალენსიას“ გულშემატკივრებმა ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ღამურებმა“ სამართალდამცველებთან ბოლომდე ითანამშრომლეს და დამნაშავე ქომაგებიც დასაჯეს, კლუბის რეპუტაციასა და იმიჯს მაინც სერიოზული ზიანი მიადგა. Relevo-ს ცნობით, ბრიტანულმა კომპანიამ მომხდარით ისარგებლა და არასასურველი თანამშრომლობა დაასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    120 მილიონის გადახდაზე თანახმა არიან | ჩელსი კვარას შეძენას შეეცდება
    120 მილიონის გადახდაზე თანახმა არიან | ჩელსი კვარას შეძენას შეეცდება