კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: მაკრონი ჩემზე გავლენას არ ახდენს, ჩვენ ერთ აზრზე ვართ

კილიან მბაპემ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს თავისი თანამოაზრე უწოდა.

მაკრონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ შეეცდება, მბაპეს ფრანგული კარიერა რაც შეიძლება დიდხანს გააგრძელოს.

„სენსაციური ამბები არ მაქვს, მაგრამ ვეცდები ამას მივაღწიო“.

- განაცხადა მაკრონმა.

მბაპემ ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა:

- რა გავლენას ახდენს პრეზიდენტი თქვენს გადაწყვეტილებაზე?

„დღეს, 2023 წელს, ჩემს კარიერაზე არანაირი გავლენა არ არის.

მას სურს, რომ პარიზში დავრჩე. ჩემი მიზანი პარიზში დარჩენაა. ჩვენ ერთ აზრზე ვართ“.

- ამბობს მბაპე.

შეგახსენებთ, რომ კილიანს პსჟ-სთან ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის თანახმად, კლუბის დატოვება 2024 წელს უფასოდ შეუძლია. მბაპეს +1 წლით (2025-მდე) გახანგრძლივების პერსპექტივა აქვს, თუმცა ეს მის ხელშია და როგორც მოესურვება ისე იზამს. პარიზელებმა შესაძლოა ერთი წლის შემდეგ ფეხბურთელი უფასოდ დაკარგონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავიდან სხვა გეგმა მქონდა“ - მესიმ აქტუალურ კითხვებს უპასუხა
„თავიდან სხვა გეგმა მქონდა“ - მესიმ აქტუალურ კითხვებს უპასუხა