ბილი გილმორი
Aa
Aa

გილმორი საქართველოსთან და ნორვეგიასთან მატჩებზე: „რთული შეხვედრები გველოდება“

შოტლანდიის ნაკრებისა და „ბრაიტონის“ ფეხბურთელმა, ბილი გილმორმა სანაკრებო მატჩებზე ისაუბრა. მისი გუნდი ნორვეგიასა და საქართველოს დაუპირისპირდება და გილმორი დარწმუნებულია, რომ სკოტებს მარტივი შეხვედრები არ ელოდებათ.

„რთული მატჩები გველოდება. ჩვენი პირველი მეტოქე ნორვეგიაა და უკვე გვინახავს, მათ რის გაკეთება შეუძლიათ და როგორი ფეხბურთელები ჰყავთ. მატჩს სასურველ კონდიციებში უნდა შევხვდეთ და გამარჯვების მოპოვება ვცადოთ.

დიდი ხანია, ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთის, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, კარგად გვესმის. შეკრული ჯგუფი ვართ, ყველამ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რათა ასეთი გუნდები დავამარცხოთ და შედეგი სახეზეა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს ორ შეხვედრას სტუმრად გამართავს. 17 ივნისს, „ჯვაროსნები“ კვიპროსს დაუპირისპირდებიან და მატჩი თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება. 3 დღის შემდეგ, ჩვენი მეტოქე შოტლანდია იქნება და შეხვედრა იმავე დროს დაიწყება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა, რომ კვარაცხელია გვაჩუქეთ“ | ხვიჩა კვარაცხელია - ნეაპოლის ახალი კერპი
„მადლობა, რომ კვარაცხელია გვაჩუქეთ“ | ხვიჩა კვარაცხელია - ნეაპოლის ახალი კერპი