ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

ფუტსალის ელიტ რაუნდი - მსოფლიო ჩემპიონებს დავუპირისპირდებით

UEFAS-ს შტაბ ბინაში ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის წილისყრა გაიმართა. 

წილისყრის შედეგად, გუნდები ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას, სომხეთს და ფინეთს დაუპირისპირდება.

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, პლეი-ოფში გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას. 

ელიტ რაუნდის მატჩები ორ წრედ, მიმდინარე წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ფუტსალის ნაკრების მატჩების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანდრიას ოცნება ავუხდინეთ - ნეაპოლის სიგიჟე და მარადონას მუზეუმი
ანდრიას ოცნება ავუხდინეთ - ნეაპოლის სიგიჟე და მარადონას მუზეუმი